ოზურგეთის საოლქო კომისიის წევრი “ძლიერი საქართველოდან“, რომელმაც კოალიცია დატოვა, დღეს შიდა მიმოწერის სქრინებს ასაჯაროებს. თამუნა შიოლაშვილი წერს, რომ აქ ჩანს ის დირექტივები და დავალებები, რომლებიც ოპოზიციური კოალიციიდან მოდიოდა.
საჩივრების მაქსიმალური რაოდენობის დაწერა ყველა საკითხზე, ხელოვნურად გამოწვეული ნეგატიური სტატისტიკის მიზნით, საარჩევნო პროცედურების ბოიკოტირება, ხელის შეშლა სხვადასხვა პროცედურისთვის, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მითითებების, რომელსაც საოლქო კომისიის უკვე ყოფილი წევრი, როგორც თავად ამბობს, პარტიიდან იღებდა. საუბარია მისიის წევრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობებზე და პირდაპირ ჩარევებზე.