შვედეთის პრემიერის მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადების კრიტიკის გამო უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩი დაიბარეს

შვედეთის პრემიერის მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადების კრიტიკის გამო უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩი დაიბარეს

უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ელჩის დაბარება შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის კრიტიკას მოჰყვა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ორმხრივი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილი“, - განაცხადა მან.