გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს მტკიცებულებების არარსებობის გამო აცხადებენ.

„ზურაბიშვილის გეგმა ჩავარდა, იმიტომ, რომ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჟოზეფ ბორელმა, მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა ეს დარღვევა გამოძიებული ყოფილიყო, აგერ, იხილეთ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.