არჩილ გორდულაძე: რეგისტრატორს პასპორტიდან პირადი მონაცემები შეჰყავს ელექტრონულ სისტემაში და ეს წარმოადგინა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც კანონდარღვევა

არჩილ გორდულაძე: რეგისტრატორს პასპორტიდან პირადი მონაცემები შეჰყავს ელექტრონულ სისტემაში და ეს წარმოადგინა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც კანონდარღვევა

არჩილ გორდულაძე პრეზიდენტის მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილის მიერ მოყვანილი მაგალითების არადამაჯერებლობაზე საუბრობს.

„ერთ-ერთ ფაქტი რომ ნახოთ, რეგისტრატორს პასპორტიდან პირადი მონაცემები შეჰყავს ელექტრონულ სისტემაში და ეს წარმოადგინა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც კანონდარღვევა. თუ ასეთი სახის ინფორმაციებზე დაყრდნობით საკუთარ თავს აძლევს უფლებას, რომ რუსული უწოდოს საქართველოში დემოკრატიული გზით ჩატარებულ არჩევნებს, მაშინ კარგად ყოფილა მისი საქმე“, - აღნიშნავს გორდულაძე.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.