ლევან მაჭავარიანი: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ISFED-ის ხელმძღვანელი იმყოფება სერიოზული ბულინგის ქვეშ

ლევან მაჭავარიანი: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ISFED-ის ხელმძღვანელი იმყოფება სერიოზული ბულინგის ქვეშ

აგერ უკვე 5 დღე გავიდა არჩევნებიდან. მოვუწოდებთ ISFED-ს, იქნებ რამენაირად გაასაჯაროონ ოფიციალური ანგარიში, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. ის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ბულინგის შესახებ საუბრობს.

„გვახსოვს, რომ 2020 წელს, როდესაც მათ გააყალბეს პარალელური ხმების დათვლა, სულ რაღაც 3-4 საათი დასჭირდათ ამ დოკუმენტის გასაჯაროებისთვის. ახლა კი ვიხილეთ მათი განცხადება, სადაც ისინი ამბობენ (და მადლობა მათ ობიექტურობისთვის), რომ პარალელური ხმის დათვლა დაემთხვა ცესკოს შედეგებს, თუმცა მაინც რაღაც ბუნდოვანებას ტოვებენ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ISFED-ის ხელმძღვანელი იმყოფება სერიოზული ბულინგის ქვეშ, ვინაიდან რეალური ანგარიში რომ დადოს, ყველასთვის თვალსაჩინო იქნება, რომ ISFED-ი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგს დაადასტურებს და, შესაბამისად, ალბათ ახლა რაღაცების გადაკეთება-გადმოკეთების პროცესში არიან“, - ამბობს მაჭავარიანი.

ორგანიზაცია „ქრონიკის“ კითხვებს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ პასუხობს.