აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უპასუხა, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა.
დონალდ ტრამპის თქმით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ვერ უხელმძღვანელებს ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები“.
„მიმდინარე კვირაში კამალა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მასობრივ მკვლელებს ადარებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. ამერიკას ვერ უხელმძღვანელებ, თუ ამერიკელები არ გიყვარს. ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი. ბევრი სიძულვილია. კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი კანდიდატი შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მას არ აქვს ინტელექტი, ან განსაკუთრებული თვისება, რაც ნამდვილ ლიდერებს უნდა ჰქონდეთ“, - დასძინა მან.