ამათ თუ ვინმე გაჰყვება კიდევ, ცხვარი ვარო თავის თავს უნდა დააბრალოს. ატარებენ, ატარებენ ქუჩაში და გაჩერდებიან, გაუშვებენ სახლში. ეს პროცესი დამთავრებულია, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი რესურსი ამოწურა და ახლა თავადაც დაბნეულები არიან.
„სიმართლე მდგომარეობას ამაში, ქართველმა ხალხმა ჩართო თვით გადარჩენის ინსტინქტი. ორი მოცემულობა გვქონდა. ან შეგვეძლო წავსულიყავით იქითკენ, რომ ძალიან მაგარი ქვეყანა გავმხდარიყავით ხვალ და აქეთკენ წავედით, მშვიდობის კუნძული ნამდვილად. არავისკენ ქვეყანა. ნეიტრალურ პოზიციაზე დამდგარი ქვეყანა , მაგრამ ყველასთვის მისაღები ქვეყანა. და მეორე ვარიანტი იყო კიდევ, რომ გადავმხტარიყავით იმ ცეცხლში და იმ ომში და უბედურებაში, სადაც არის უკრაინა. ქართველმა ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვეღარ შეცვლის, იმიტომ რომ ჭეშმარიტი გადაწყვეტილებაა. თვითონაც ვერაფერს ვეღარ იძახიან, თვითონაც დაბნეულები არიან“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.