Economist/YouGov-ის გამოკითხვა: დაახლოებით ყოველ მეხუთე ამერიკელს არ სჯერა ან სერიოზული ეჭვი აქვს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება

Economist/YouGov-ის გამოკითხვა: დაახლოებით ყოველ მეხუთე ამერიკელს არ სჯერა ან სერიოზული ეჭვი აქვს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება

Economist/YouGov-ის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით ყოველ მეხუთე ამერიკელს არ სჯერა ან სერიოზული ეჭვი აქვს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება.

კითხვაზე - რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება? - რესპონდენტთა 9%-მა უპასუხა, რომ „საერთოდ არ არის დარწმუნებული“, ხოლო 13%-მა - „მხოლოდ ცოტათი“.

გამოკითხვა 19-დან 22 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 615-მა ამერიკელმა მიიღო.

გამოკითხვის ცდომილება ±3.3%-ს შეადგენს.