დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის შედეგი მოსალოდნელი იყო და ის აისახა საარჩევნო ელექტრონულ აპარატებზეც და  მათ მიერ ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობაზე. არჩევნების შემდეგაც იმ გზით მიდიან, რა სცენარითაც დაიწყეს მოქმედება არჩევნებამდე

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის შედეგი მოსალოდნელი იყო და ის აისახა საარჩევნო ელექტრონულ აპარატებზეც და  მათ მიერ ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობაზე. არჩევნების შემდეგაც იმ გზით მიდიან, რა სცენარითაც დაიწყეს მოქმედება არჩევნებამდე

ოპოზიციას პრაქტიკულად საარჩევნო კამპანია არც უწარმოებია. ისინი არ ხარჯავდნენ საარჩევნო კამპანიისთვის ენერგიას და ემზადებოდნენ არჩევნების შემდეგი დღისთვის, რათა არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინათ და ისევ ქუჩაში გამოსულიყვნენ, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ. მათ მხარეს არაა სიმართლე და ობიექტურობა და სწორედ ამიტომ, ისინი ისევ ქუჩაში არიან და ამომრჩეველს ისევ ატყუებენ," -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, როცა არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.

როგორც მცხეთა -მთიანეთის რეგიონშიქართული ოცნებისდელეგატმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როცა მმართველი გუნდი საარჩევნო შეხვედრებს აწყობდა, ოპოზიცია არათუ საარჩევნო კამპანიას მართავდა, არამედ თავისი სცენარით მოქმედებდა, რაც არჩევნების მეორე დღისთვის მზადებაში გამოიხატებოდა. თუმცა, ხუნდაძის თქმით, არც მეორე დღისთვის მზადება გამოუვიდა, ვინაიდან მოსახლეობას აქვს სწორი აღქმა იმის, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებს. 

მინდა ამომრჩეველს, განსაკუთრებით მათ, ვინც მხარი დაგვიჭირა, მადლობა გადავუხადო. მშვიდ გარეში მოხერხდა არჩევნების ჩატარება. „ქართულმა ოცნებამმნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა. ოპოზიციის შედეგი კი არის ის, რაც მოსალოდნელი იყო და ის აისახა როგორც საარჩევნო ელექტრონულ აპარატებზე, ასევე მათ მიერ ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობაზე. არჩევნების შემდეგაც იმ გზით მიდიან, რა სცენარითაც დაიწყეს მოქმედება არჩევნებამდე. ქუჩაში შეკრებილთა რაოდენობას ეტყობა, რომ ეს შედეგი აბსოლუტურად ობიექტურია. ამ ობიექტურობაზე მეტყველებსისფედისსიჩუმეც. გახსოვთ როცა მათ პარალელური დათვლის შედეგების (2020 წლის საპარლამენტო არჩევნები) გაყალბება მოახერხეს, დღეს ჩათვალეს რომ ეს ვეღარ გამოდგებოდა გაყალბების ინსტრუმენტად და საერთოდ გაჩუმდნენ, ხმა არ ამოიღეს. რა თქმა უნდა, ვერაფერი შეცვლის საზოგადოების ასეთ მყარ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იქნებოდა კიდევ ერთი ინსტრუმენტი რყევისთვის.

ოპოზიციას პრაქტიკულად საარჩევნო კამპანია არც უწარმოებია. ისინი არ ხარჯავდნენ საარჩევნო კამპანიისთვის ენერგიას და ემზადებოდნენ არჩევნების შემდეგი დღისთვის, რათა არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინათ და ისევ ქუჩაში გამოსულიყვნენ, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ. მათ მხარეს არაა სიმართლე და ობიექტურობა და სწორედ ამიტომ, ისინი ისევ ქუჩაში არიან და ამომრჩეველს ისევ ატყუებენ. ასეთი სცენარი უკვე ვნახეთ, მათი ამომრჩეველიც ხვდება, რომ მათ აქვთ ერთი ხაზი - არჩევნებს ვერ იგებენ, აცხადებენ გაყალბებულად, პარლამენტში ჯერ არ შემოდიან, მაგრამ შემდეგ მაინც შემოდიან... არავითარი გეგმა და კანონზომიერება ოპოზიციას არ აქვს.

საარჩევნო კამპანიის დროს 11 000 კმ გავიარე ჩემს გუნდთან ერთად და ერთხელაც არ შემხვედრია ოპოზიცია. მათი საარჩევნო შეხვედრა არათუ მინახავს, არც კი მსმენია. მოსახლეობას არ ხვდებიან, არ სთავაზობენ სტაბილურობას, ჰპირდებიან მხოლოდ ცალ ფეხზე დგომას და შემდეგ აქვთ განცდა რომ მოსახლეობა მათ მხარს დაუჭერს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.