„მაკკეინის ინსტიტუტის“ რეკომენდაციებს დეტალურად თუ გავაანალიზებთ, ის არის პრაქტიკულად ის ოცნებები, რაც გააჩნია „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტთან დაკავშირებულ კითხვაზე
„მაკკეინის ინსტიტუტის“ რეკომენდაციებს დეტალურად თუ გავაანალიზებთ, ის არის პრაქტიკულად ის ოცნებები, რაც გააჩნია „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. ერთი და იგივეა. სახელმწიფო გადატრიალებას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს გარკვეული სტრატეგიული გეგმა. ამ სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჰქონდა უკვე განცხადებები გაკეთებული და „მაკკეინის ინსტიტუტი“ იმავეს ამბობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.