დავით ქართველიშვილი: ოპოზიციას მოქმედების ტაქტიკაში რჩება ოთხი სვლა, თუმცა ოთხივე განწირულია მარცხისთვის

დავით ქართველიშვილი: ოპოზიციას მოქმედების ტაქტიკაში რჩება ოთხი სვლა, თუმცა ოთხივე განწირულია მარცხისთვის

„ლენინისეული რევოლუციის წინაპირობა საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს, მათ შორის სოციალური ბუნტის გამოწვევის წინაპირობა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველმა და ოპოზიციის სამომავლო ქმედებების შესაძლო ოთხ ტაქტიკაზე ისაუბრა.   

„ოპოზიციას მოქმედების ტაქტიკაში რჩება ოთხი სვლა, თუმცა ოთხივე განწირულია მარცხისთვის.  
პირველი, ეს არის მასობრივი არეულობა და გადატრიალების მორიგი მცდელობა, რომელიც არაერთგზის გვინახავს, უკანასკნელ წლებში და ვერცერთმა მათგანმა მიზანს ვერ მიაღწია. ლენინისეული რევოლუციის წინაპირობა საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს, მათ შორის სოციალური ბუნტის გამოწვევის წინაპირობა. ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა რომ ვერ დაინახო გონებაჩლუნგი ან დაბალი IQ-ს მატარებელი უნდა იყო. ამიტომაც ჩამოსტირით სახე რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და არ იციან, რა უნდა გააკეთონ კონკრეტულად. სწორედ ამიტომ, საქართველოში მასობრივი არეულობის წინაპირობას ვერ ვხედავ.
 
მეორე გზა, რაც ოპოზიციას მოქმედების ტაქტიკაში აქვს, არის სასამართლო. ოპოზიციის რიგებში მყოფი ჭკვიანი და ავტორიტეტული იურისტი, ვახუშტი მენაბდეც კი ვერ ხედავს პერსპექტივას, თუნდაც ასობით სარჩელი განიხილოს სასამართლომ, გამოიტანოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე შემდგარი არჩევნების შედეგებს  ეჭვქვეშ დააყენებს.   

მესამე ქმედება, რომელსაც ოპოზიცია ებღაუჭება - ეს არის პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლა. თხზავენ ზღაპრებს, რომ ჩავხსნით სიებს, დავწვავთ მანდატებს, ზურაბიშვილი არ დანიშნავს პირველ სხდომას და ასე შემდეგ. ეს განცხადებები მიანიშნებს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე. ამდენმა პარტიამ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და არცერთმა მათგანმა არ იცის მომავალი სამუშაო ადგილის შესახებ რა ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში. ატყუებენ ერთმანეთს და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. 

და ოპოზიციის მეოთხე შესაძლებლობა - ბლოკირება გაუკეთონ პარლამენტის შენობას. გაუგებარია, როდემდე უნდა იარონ ამ გზით, მითუმეტეს, რომ ამ ქმედებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღარ არის და ახლა უკვე ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლებრივი პასუხისგებით. ეს არის აპრობირებული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში და საქართველო ამ პრაქტიკას პირნათლად შეასრულებს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.