2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გახდა. ცერემონიის დაწყებამდე ანალიტიკოსებისა და ტოტალიზატორების უმეტესობას სჯეროდა, რომ ჯილდოს მადრიდის „რეალის" გარემარბი ვინისიუსი მიიღებდა, მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ „ბურთი“ ესპანელს ხვდა წილად. მადრიდული კლუბი აღშფოთებულია ამ სიტუაციით და დაადგინა, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.
პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის" სხვა ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დიდი გავლენა მოახდინა ამ სიტუაციაზე. მიზეზი კი ისაა, რომ პერესი და მადრიდული კლუბი მხარს უჭერენ საფეხბურთო სუპერლიგის შექმნას და უეფას პრეზიდენტი კატეგორიული წინააღმდეგია ასეთი ტურნირის.
შეგახსენებთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია პარიზში, შატელეს თეატრში გაიმართა. მადრიდული კლუბის წარმომადგენლები იქ არ გამოჩენილან.