25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა მალე მადრიდის „რეალი" დატოვოს.
Defensacentral-ის ცნობით, მბაპე პსჟ-დან გადასვლის შემდეგ კლუბში თავს ბედნიერად არ გრძნობს და ესმის, რომ ჯერ ვერ ამართლებს მის მიმართ არსებულ მოლოდინებს. ინგლისური „ლივერპული“ მზადაა ამით ისარგებლოს. „წითლები“ სატრანსფერო ბომბს ამზადებენ და შეუძლიათ „რეალს“ 150 მილიონი ევრო შესთავაზონ ფრანგისთვის.
წყარო ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კილიანის ფიქრები ჯერჯერობით მხოლოდ მადრიდულ კლუბზე რჩება.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მბაპემ „რეალში" ათი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ტაბლოიდების ინფორმაციით, კლუბის ბოლო წლების ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს.
მბაპე მადრიდის „რეალს" ამ ზაფხულს შეუერთდა და კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოაწერა ხელი.