მადრიდის „რეალისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შედეგებს გამოეხმაურა. ჯილდო „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ მიიღო. ამავდროულად, პრესტიჟული პერსონალური ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არაერთმა ექსპერტმა და მედიამ მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი მიიჩნია.
„ვინისუსი იმსახურებს ამ ჯილდოს მიღებას. როგორც ჩანს, მადრიდის „რეალსა“ და უეფას შორის გადაუჭრელი საკითხებია. ვფიქრობ, მათ შორის არსებული პრობლემები უნდა გამოიყოს იმ ჯილდოსგან, რომელსაც ფეხბურთელი იმსახურებს. სირცხვილია“, - ციტირებს ზეედორფის სიტყვებს Daily Mail.