„მოსალოდნელი პროტესტი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშიც“ - ოპოზიციის მოქმედების სცენარი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში იკითხებოდა

„მოსალოდნელი პროტესტი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშიც“ - ოპოზიციის მოქმედების სცენარი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში იკითხებოდა

„მოსალოდნელი პროტესტი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშიც- ეს მითითება ოპოზიციამ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის საშუალებით მიიღო.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით“ მოსალოდნელ პროტესტზე მთავრობის რეაქციის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამავე ანგარიშში აღიარებულია და ვკითხულობთ, რომ „შეუძლებელი არ არის მმართველმა გუნდმა ხმათა ორი მესამედი აიღოს.“

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის მეშვეობით ოპოზიცია კონკრეტულ მითითებებს იღებს. კერძოდ, დოკუმენტში წერია: „არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია არეულობა“, გაურკვეველია რა შედეგები მოჰყვება არეულობას, როგორი იქნება მომიტინგეების სიმტკიცე და პოლიციისა და სამხედროების ვალდებულება, იბრძოლონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“. ამავე ჩანაწერში რჩევას იღებს ოპოზიცია, რომ დაუპირისპირდეს ომის დაწყების საფრთხეს და მინიმუმ ორ ბანაკად გაერთიანდეს. მისიის წევრებმა კი ქართველი ლიდერები საერთაშორისო ღონისძიებებზე არ მიიღონ.

დოკუმენტი კონკრეტულ სცენარს და მითითებას აძლევს ევროკავშირსა და კონგრესს. კერძოდ, საუბარია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ვიდრე არ გატარდება შესაბამისი რეფორმები, კონგრესმა კი უნდა მიიღოს ზომები, თუ არ გაუქმდება გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონები.

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში არეულობის სცენარს წერენ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, თუმცა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მითითებას გასცემენ, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ მტკიცედ დაუჭირონ მხარი ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას.