გიორგი ქოჩორაშვილმა გიორგი წიტაიშვილის

გიორგი ქოჩორაშვილმა გიორგი წიტაიშვილის "გრანადას" გაუტანა და "ლევანტემ" მოიგო     

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ლევანტემ“ სტუმრად „გრანადა“ 2:1 დაამარცხა, გიორგი ქოჩორაშვილმა კი, გოლის გატანა მოახერხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. მან ცაციათი შესანიშნავად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. გიორგიმ ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მეათე შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.

„გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილმაც ითამაშა, ოღონდ მხოლოდ პირველი ტაიმი და შესვენებაზე რეინიერმა შეცვალა.

„ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო „გრანადა“ 19 ქულით მეექვსეა. ლა ლიგა 2-ში სატურნირო ცხრილში ძალიან დიდი სიმჭიდროვეა, მაგალითად, „ლევანტე“ მე-12 ადგილს მხოლოდ 4 ქულით უსწრებს, როცა ახლა მეორეზეა. გამოკვეთილი მხოლოდ ლიდერია, „რასინგი“, რომელიც „ლევანტეს“ 8 ქულით უსწრებს.

მომდევნო ტურში ვალენსიელები 4 ნოემბერს, „მალაგას“ საკუთარ მოედანზე შეხვდებიან, ხოლო ანდალუსიელები 2 ნოემბერს, „სარაგოსას“ სტუმრად შეხვდებიან.