„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ხეტაფესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
ქართველმა მეკარემ 95-ე წუთზე „ვალენსია“ იხსნა, როცა საოცარი ორმაგი მოგერიება შემოგვთავაზა, თორემ „ხეტაფე“ გამარჯვების გოლს გაიტანდა.
„გიორგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ეს კიდევ ერთხელ აჩვენა. გადამწყვეტი იყო, რადგან თამაში შეიძლებოდა 1:2 დასრულებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია რთულ მომენტებში ასეთი ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა“, - თქვა ბარახამ.
გიორგი შეაქო მისმა თანაგუნდელმა ენცო ბარენეჩეამ, რომელმაც გოლიც გაიტანა: „მწარე გემო გვაქვს, რადგან მოგება შეგვეძლო და ბოლოს გავუშვით. თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ ბოლოს გიორგიმ გადაგვარჩინა და შექებას იმსახურებს“.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 7 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.