ერთი წელი მეთიუ პერის გარეშე — ინტერვიუ მსახიობის ოჯახის წევრებთან

ერთი წელი მეთიუ პერის გარეშე — ინტერვიუ მსახიობის ოჯახის წევრებთან

მეთიუ პერის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა, როგორც ცნობილია, 54 წლის მსახიობის ტრაგიკული გარდაცვალება კეტამინის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. Friends-ის ვარსკვლავის დაკარგვას ყველა ერთნაირად წუხდა და განიცდიდა, მისი გულშემატკივრები, მეგობრები, ოჯახის წევრები და მთელი მსოფლიო, რომელსაც მსახიობმა თავი ჩენდლერის როლით დაამახსოვრა.

მეთიუ პერის მამინაცვალს, კიტ მორისონსა და უმცროს დას, ქეითლინს, HELLO! Canada-ს ჟურნალისტი ესაუბრა. ინტერვიუში მეთიუ პერის ოჯახის წევრები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ცხოვრებენ ახლა მის გარეშე, რამდენად მძიმე იყო ამ ტრაგედიის მიღება და გააზრება ოჯახისთვის. ინტერვიუში მსახიობის დამ იმ ახალ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

"პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებ, ძალიან ეგოისტურია, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეთიუს გვერდით ვჯდები და ყოველდღე ვმუშაობ მასთან რაღაცაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო", — ამბობს ქეითლინი.

მიუხედავად იმისა, რომ მეთიუს ყოველთვის ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ის ნარკოტიკებსაც იღებდა, კიტი ამბობს, რომ ოჯახი მისი სიკვდილისთვის მზად არ იყო.

"როდესაც [მეთიუ] მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო წარმოუდგენლად შოკისმომგვრელი…ვინც შვილი დაკარგა, გეტყვით, რომ თუნდაც გარკვეულწილად ამ ყველაფრისთვის მზად იყოთ, ამას მაინც დამღუპველი ზემოქმედება აქვს. შეეცადეთ იყოთ მიზანდასახულები და გააკეთოთ რაიმე სასარგებლო თქვენი შვილისთვის"

მეთიუ პერის ფონდი კანადაში, რომელიც ოჯახმა დააარსა, ძირითადად იმუშავებს იმ მიმართულებით, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში დეტოქსიკაციის შემდეგ, ფონდი დაეხმარება ყველას, ვისაც ამ მიმართულებით პრობლემა აქვს. დახმარებაში შედის საცხოვრებელიც, საკვებიც, კონსულტაციაც და ა.შ. ამ ყველაფერს ოჯახი მსახიობის ხსნოვის გამო აკეთებს და უნდათ, რომ მისი სახელით კიდევ ბევრი ღირებული პროექტი განხორციელდეს.

"მას ჰქონდა უნარი, რომ მთელი ოთახი სინათლით აევსო. როდესაც ადამიანები მეთიუსთან ერთად იყვნენ, იქაურობა მაგნიტური ენერგიით ივსებოდა. უბრალოდ სახეზე ყველას ღიმილი დასთამაშებდა" — ამბობს ქეითლინი.