არ შეგვიმჩნევია რაიმე დარღვევა თბილისში, თქვენ დაამტკიცეთ, რომ საქართველო დემოკრატიულია, რაც ჩვენ ვნახეთ, ძალიან შთამბეჭდავია, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ისრაელის პარლამენტის წევრმა, ევგენი სოვამ განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ საქართველო დემოკრატიულია. რაც ჩვენ ვნახეთ, ძალიან შთამბეჭდავია. მინდა დავამატო, რომ ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები იქნება ძლიერი არჩევნების მიუხედავად, არჩევნების შემდეგ და იყო არჩევნებამდეც. ჩვენ არ შეგვიმჩნევია რაიმე დარღვევა თბილისში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის საქართველოში“,- აღნიშნა ისრაელის პარლამენტის წევრმა.