ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი. რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას? არ იქნება არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი აპრილის შეთანხმება

ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი. რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას? არ იქნება არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი აპრილის შეთანხმება

ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არცერთ შემთხვევაში აღარ გავაფორმებთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმება და გულისხმობდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას, შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში არ შევალთ ამ ტიპის მოლაპარაკებებში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„მთავარია, რომ პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, 2021 წლის ე.წ. კრიზისი იყო ხელოვნური, რეალურად არ არსებობდა ქვეყანაში კრიზისი.

ასე ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციას შეუძლია არ აღიაროს არჩევნების შედეგები და არ შევიდეს პარლამენტში. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს კრიზისს არავითარ შემთხვევაში. პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული, არ იქნება არავითარი მოლაპარაკებები, არავითარი აპრილის შეთანხმება.

თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი. რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს. ისინი ხომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან. რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.