„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. პროცესი მოულოდნელად დაიწყო.
პარტიის ოფისთან გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთა ვინაობა დაუდგენელია. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ და მათ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
თუმცა „ქრონიკის“ კამერამ დააფიქსირა კადრები, სადაც ჩანს, რომ წიწაკის სპრეი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უჭირავთ ხელში.
დაპირისპირების დროს დაზიანდა რამდენიმე მანქანა.
დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.