ირაკლი კობახიძე: იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება

ირაკლი კობახიძე: იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება

დღეს ტარდება გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მოსახლეობას და სწორედ ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დღეს ფიქსირდება ძალიან მაღალი აქტივობა. პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებაში, რასაცქართული ოცნებამოიპოვებს. ამ გამარჯვებამდე არის დარჩენილი სულ რაღაც 2 საათი,  - განაცხადაქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორ მან აღნიშნა, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში. მისივე თქმით, გარკვეულ უბნებზე კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად რევდნენ ვითარებას, თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა სიტუაცია.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, თქვენ ხედავთ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში არის მთლიანად და ასევე საზღვარგარეთ შექმნილი 3111 უბანი და ამ 3111 უბნიდან არჩევნები მშვიდად წარიმართება 3100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება. თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა ვითარება, აღარ არის უბნებზე ასეთი მცდელობები და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ორი საათის განმავლობაშიც საარჩევნო პროცესები სწორედ ასე გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში. სადაც კონკრეტული ჟურნალისტი და კონკრეტული დაჯგუფება არ იყო წარმოდგენილი, ყველგან არჩევნები წარიმართებოდა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.