საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ლორენც ნაჩა საარჩევნო უბნებზე აქტივობას და ზოგადად საარჩევნო პროცესებს აფასებს.
მისი თქმით, „ბევრი ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. ზოგჯერ არის რიგი, თუმცა ყველაფერი არის ორგანიზებული და ყველაფერი წესრიგში მიმდინარეობს. გარემო არის დამაკმაყოფილებელი საარჩევნო უბნებზე. ვესაუბრე ადგილობრივ ამომრჩევლებს, ასევე დელეგატებს და დამიდასტურეს, რომ ყველაფერი წესრიგში და შეუფერხებლად მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“.
„ვფიქრობ გარემო ძალიან კარგად არის მომზადებული. პერსონალიც, დელეგატებიც კარგად არიან მომზადებულები. პასუხობენ ყველა კითხვას, რომელიც ამომრჩეველს აქვს. ამომრჩევლებიც მოდიან უბნებზე, არ ეშინიათ ახალი ციფრული ტექნოლოგიის და ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო უბანი იყოს წესრიგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. არ ჰქონია ადგილი რაიმე სერიოზულ ხარვეზსა და ინციდენტს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს ამ დრომდე, რამდენიმე უბანი მოვინახულე და ეს არის ჩემი ამჟამინდელი გამოცდილება“-აცხადებს ლორენც ნაჩა.
რაც შეეხება, იმ გავრცელებულ ცნობებზე სხვადასხვა სახის დადგმული პროვოკაციების შესახებ, მისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი ვიზიტის დროს არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.
"სხვადასხვა ქალაქებში, უბნებზე ჩემი ვიზიტისას არანაირ პროვოკაციას, არანაირ ინციდენტებს და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ ყველამ უნდა დაიცვას კანონი. ჩვენ ვიყავით უბანზე თბილისში, როდესაც გაიხსნა უბანი დილის 8 საათზე. ყველაფერი ძალიან მკაცრად იქნა დაცული. ყველამ ძალიან კარგად იცის როგორ გააკეთოს თავისი საქმე. ყველამ კარგად იცის, როგორ მისცეს ხმა ყველა უზრუნველყოს, რომ ხმის მიცემის პროცესი იყოს კანონიერების ფარგლებში.“-განაცხადა ლორენც ნაჩამ.