„მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“ დღეს. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“ გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ასე შემდეგ“.
„მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“ დღეს. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლი აქვთ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი? და რა ხდება. მაგალითად, ბოლო საათ ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“.-აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძე მომხდარი ფაქტის მიზეზზე საუბრობს და ციტირებს „ტვ პირველის“ წამყვანების სიტყვებს. მისი თქმით, "უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელე ზონდერების ჩართულობით".
„ახლა რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელე ზონდერების ჩართულობით. „ქართულ ოცნებას უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“ - აი, ეს არის ყველაფერი. ამით ყველაფერია ნათქვამი. ძნელი წარმოსადგენია -„ტვ პირველი“ ამბობს, ანუ, ნაცმოძრაობა ამბობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად და რატომ? მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მერე ხანდახან პასუხსაც იღებენ, მაგრამ თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნება „ტვ პირველი“ იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი და ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე. მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.