პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საარჩევნო გარემოსა და პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან ხალხის ნაკადი დიდია. მისი თქმით, ამომრჩეველი ღიად ამბობს, რომ ხმას აძლევს მშვიდობასა და ღირსებას.
ექსპერტის თქმით, საზოგადოება ქვეყნისა და ეკლესიის გადარჩენისთვის მზადაა და ეს არჩევნები ისტორიას დარჩება.
თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის მსოფლიოს, რომ საქართველო არ იყიდება.
“ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. საოცრება ხდება საარჩევნო უბნებთან. გარეთ გამოსული ხალხი, თავისი ნებით, ხმამაღლა აცხადებს, რომ ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობას და ქვეყნის განვითარებას. და ამას ამბობენ სიამაყით.
როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება. ქართველი ხალხი ნამდვილად ფეხზე დგას თავისი ქვეყნის, დედა ეკლესიის გადასარჩენად. ეს ისტორიული არჩევნები დარჩება მომავალ თაობას, როგორც ჩვენი ხალხის დიდსულოვნების და ქართული სულის გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი.
დღეს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! დღეს კიდევ ერთხელ ვეტყვით მსოფლიოს, რომ ეს ქვეყანა არ იყიდება. ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილი და გვსურს ღირსეული წევრობა,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.