გივი მიქანაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

გივი მიქანაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

ქართული ოცნებისდეპუტატი, გივი მიქანაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხობში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდაქართული ოცნებისკოორდინატორთან, რა დროსაც  ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში  ხელი დაარტყა.

გვინდა  გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის N1 საარჩევნო უბანში  მისული იყოერთიანი ნაციონალური მოძრაობისხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდაქართული ოცნებისკოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს კონკრეტული ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა და ამ საკითხის მსვლელობას რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.