ევროპარლამენტის წევრმა ანდრაშ ლასზლომ, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, სოციალურ ქსელ X-შ დაწერა, რომ ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა, ხოლო პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.
„არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო პერსონალი ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა“, - დაწერა მან.
ლასზლოს თქმით, ოფიციალური დათვლა გულისხმობს თითოეული ბიულეტენის ხელით დათვლასაც, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ შედეგებს ამომრჩეველთა უბნების დახურვისას და აღმოფხვრის გაურკვევლობას.
"პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს. მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რაც საფუძველი იქნება ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის", - დასძინა მან.