მამუკა მდინარაძე: სადაც გამოჩნდებიან ხოლმე „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი, მაგრამ, ქართველი ამომრჩეველი ამაში არ გაეხვევა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის

მამუკა მდინარაძე: სადაც გამოჩნდებიან ხოლმე „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი, მაგრამ, ქართველი ამომრჩეველი ამაში არ გაეხვევა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის

ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე, კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე უზრუნველყოფენ საჩივრების წერას, რომ საჩივარი ბევრი იყოს, ასეთი მდაბიო ფეიკ-კამპანიით ცდილობენ ისინი პროვოკაციის მოწყობას თუ ფონის შექმნას, თითქოს, რაღაც სერიოზული ხდება, - ამის შესახებქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სადაცნაციონალური მოძრაობისკუთვნილი მედია გამოჩნდება, იქ აპოკალიფსური სურათი იხატება, თუმცა, მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაამშვიდონ სიტუაცია და პროვოკაციებზე არ წამოეგონ.

სადაც არ არისნაციონალური მოძრაობისმედიასაშუალებები, იქ ყველაფერი ნორმალურად მიდის. სადაც გამოჩნდებიან ხოლმენაცმედიისწარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი. მაგრამ, ქართველი ამომრჩეველი ამაში არ გაეხვევა.

ყველას დაბეჯითებით ვთხოვ, რომ არანაირი პროვოკაცია და ვიღაცის გადაცდომა არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ ამ პროვოკაციაზე წამოვეგოთ. ჩვენ უნდა დავაწყნაროთ სიტუაცია, ჩვენი ამომრჩევლის დონეზეც კი ყველას ვთხოვ, რომ დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ მაქსიმალურად სიტუაცია.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა მაქსიმალური აქტივობა, რადგან, „ქართული ოცნებისამომრჩევლის 5 ან 10 პროცენტი თუ გადაწყვეტს სახლში დარჩენას, აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დაიხატება, ვინაიდან, აქ საუბარია ასიათასობით ადამიანზე.

ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მაქსიმალური აქტივობა, რომ ერთი ადამიანიც არ დარჩეს სახლში, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის 5-10-მა პროცენტმა რომ იფიქროს,მოდი, მე სახლში დავრჩები - ამით შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღოთ, იმიტომ, რომ აქ საუბარია ასიათასობით ადამიანზე, სხვა პარტიების მხარდამჭერებისგან განსხვავებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის რეფერენდუმი ქართულ, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს და ამორალურობას შორის.“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.