დე ლაურენტისი კვარასთან კონტრაქტის განახლებაზე:

დე ლაურენტისი კვარასთან კონტრაქტის განახლებაზე: "რა სიახლე უნდა იყოს?"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლების საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Lega-ს შეკრებაზე მილანში, „ნაპოლის“ მფლობელს ჟურნალისტმა ჰკითხა, რაიმე სიახლე არის თუ არა, ზემოხსენებულ საკითხზე, მაგრამ დე ლაურენტისმა მას პასუხის ნაცვლად შეკითხვა დაუბრუნა.

„კი მაგრამ, რა სიახლე უნდა იყოს?“ - თქვა დე ლაურენტისმა და სვლა გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ჯერჯერობით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. იტალიური მედიის ცნობით, მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია და უახლოეს დღეებში მხარეებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს.