ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასზლო: გავესაუბრეთ პერსონალს და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველა პირობა შექმნილია. ყველაფერი წესრიგშია

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასზლო: გავესაუბრეთ პერსონალს და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველა პირობა შექმნილია. ყველაფერი წესრიგშია

გავესაუბრეთ პერსონალს და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლებს. ყველაფერი წესრიგშია. არასამთავრობოებს ვკითხეთ, იყო თუ არა რამე ხარვეზი თუმცა მათ კარგი გამოცდილება გაგვიზიარეს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასზლომ, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდება.

მისი თქმით, მიუხედავად საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობისა, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„საარჩევნო უბანზე არის უამრავი ხალხი. უამრავი დამკვირვებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებელი. გავესაუბრეთ პერსონალს და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველა პირობა ამ საარჩევნო უბანზე შექმნილია. ყველაფერი წესრიგშია. არასამთავრობოებს ვკითხეთ, იყო თუ არა რამე ხარვეზი თუმცა მათ კარგი გამოცდილება გაგვიზიარეს. ჩვენ ასევე ვაკვირდებით როგორ მუშაობს ახალი ელექტრონული სისტემა, როგორც ვხედავთ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ძალიან ბევრი ხალხია, პროცესი ორგანიზებულად მიდის. ამომრჩევლებიც მშვიდობიან გარემოში აძლევენ ხმას“, - განაცხადა ანდრაშ ლასზლომ.