კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო უბანთან, სადაც ხმა მისცა.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება. მის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ვნახეთ თითოეული მათგანის წარსული. საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა კალაძემ.