ფრანგი დამკვირვებელი ალან ჟან მარი: ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან. კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით

ფრანგი დამკვირვებელი ალან ჟან მარი: ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან. კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით

საარჩევნო უბნები გაიხსნა ყველა წესის დაცვით. ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან. კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით, - განაცხადა ალან ჟან მარიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.