ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ პროცესს, რამდენად დემოკრატიული იქნება ის. ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები პროცესს, რომელიც ადასტურებს თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ეს დემოკრატიული პროცესი და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს, - განაცხადა უნგრელი დამკვირვებელი ხორხე გირსალენმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.