ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, შეეგუონ იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, შეეგუონ იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე.

ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60 %-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო ვერც ერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ, საბოლოოდ, მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება, რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის" ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე სვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულნი არიან და განულებული აქვთ რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დღეს ისინი უნდა შეეგუონ ძალიან მძიმე მარცხს, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარსკოლექტიურ ნაცმოძრაობასა" და რადიკალურ ოპოზიციას,"- განაცხადა პრემიერმა.