გენო პეტრიაშვილი: ძალიან, მარტივად, ნათლად არის ასახული რეალობა - უნდა ავირჩიოთ ომი, ნგრევა და უბედურება, ან ავირჩიოთ ღირსეული მომავალი, მშვიდობა და სტაბილური განვითარება

გენო პეტრიაშვილი: ძალიან, მარტივად, ნათლად არის ასახული რეალობა - უნდა ავირჩიოთ ომი, ნგრევა და უბედურება, ან ავირჩიოთ ღირსეული მომავალი, მშვიდობა და სტაბილური განვითარება

ძალიან, მარტივად, ნათლად არის ასახული რეალობა; უნდა ავირჩიოთ ომი, ნგრევა და უბედურება, ან ავირჩიოთ ღირსეული მომავალი, მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან სწორი კურსი აქვს აღებული და ეს არის მიზეზი იმის, რის გამოც თავადაც მმართველი გუნდის წევრი გახდა.

„მე კარგად მახსოვს ის ავადსახსენებელი დრო, როდესაც ოკუპანტი შემოიჭრა და ჩემი სოფლის (დროებითი) ოკუპირება მოახდინა. აღარ ვისურვებდი რომ დავბრუნდე იმ დანაშაულებრივ წარსულში. მე მინდა ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდობიან და ღირსეულ საქართველოში და ღირსებით, ამაყად შევაბიჯოთ ევროპაში და ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს ამის უნარი, არის „ქართული ოცნება“, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენ ქვეყანას ძალიან მაგარი, გმირი ადამიანებისგან აქვს მაგალითები და ჩემ შვილებს აუცილებლად გავზრდი ამ მაგარი ადამიანების განვლილ ცხოვრებაზე და ყოველთვის მოვუყვები შინდისის გმირებისა და გიორგი ანწუხელიძის გმირობას, ისინი წმინდა ადამიანები არიან. ჩვენ ისტორიას რომ გადავხედოთ, ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ჩვენზე გულადი და უშიშარი ერი არ არსებობს, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს რამდენჯერ ვებრძოლეთ საკუთარი ღირსებისა და ტერიტორიის დასაცავად, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად მშვიდობიანი და ღირსეული განვითარება გჭირდება, ძალიან სწორი კურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ შევუერთდი ამ ძალიან მაგარ გუნდს და მჯერა, რომ ღირსებით, ამაყად და მშვიდობიანად შევალთ ევროპულ ოჯახში.

ის დრო მორჩა, აღარ უნდა დაბრუნდეს ის უბედურება და აღარ ვისურვებდი, რომ ჩვენმა შვილებმა ეს ყველაფერი ნახონ. „ქართული ოცნების“ უმთავრესი მონაპოვარი ისაა, რომ ჩვენ მოსახლეობას დაუბრუნდა ღირსება. კარგად გვახსოვს ის ავადსახსენებელი წლები, ხმის ამოღების უფლებაზე და სიტყვის თავისუფლებაზეც რომ ზედმეტია საუბარი. უნდა ავირჩიოთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა და განვითარება, რაც ახლავს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და რისი გარანტორიც ჩვენი ხელისუფლებაა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.