ირაკლი კობახიძე: ეს არის გადამწყვეტი, 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევოპულ მომავალს შორის

ირაკლი კობახიძე: ეს არის გადამწყვეტი, 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევოპულ მომავალს შორის

ეს ნამდვილად არის გადამწყვეტი არჩევნები, ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც არჩევანი ძალიან მარტივია ჩვენი საზოგადოებისთვის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანიაიმედის" გადაცემაშიარჩევანის პირისპირ" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევანის სიმარტივე ეფუძნება წარსულ გამოცდილებას.

არჩევანი არის შემდეგი - ერთ მხარეს არის ომი, გახსოვთ, როგორ გვექაჩებოდნენ ომისკენ, განსაკუთრებით 2022 წელს და ეს პრობლემა გადავლილი არ არის, ეს ინტერესი არ გამქრალა. შესაბამისად, ერთ მხარეს დგას ომი და მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა საზოგადოების წინაშე, რომ თეორიულად რომ დავუშვათ ოპოზიციის გამარჯვება ამ არჩევნებში, ერთი კვირაც არ დასჭირდება იმას, რომ მათ გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ასე ძლიერ ლამობდნენ განსაკუთრებით 2022 წელს, თუმცა ამის შემდეგ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. მეორე საკითხი, რაც ძალიან აქტუალურია, ეს არის არჩევანი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პატივს ვცემთ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა. ყველას აქვს საკუთარი არჩევანი და ვერავის პირად ცხოვრებაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები სხვადასხვა საზოგადოებაზე, სხვადასხვა ქვეყანაში და თქვენ იცით, რომ ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ზრუნვა ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ, ევოპულ მომავალს შორის. როცა საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, ელემენტარულად, რომ გადავხედოთ მათ სახეებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს წარსულში, უკვე ნათელია, თუ სად უნდა იდგეს ქართველი ხალხი. გავიხსენოთნაცმოძრაობა" და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები, სააკაშვილის პარტიის დანაშაულები, რას აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის განმავლობაში. ადამიანების მკვლელობა, 150 ახალგაზრდა მოკლეს მარტო ქუჩებში. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 100 თვე იყვნენ ისინი ხელისუფლებაში, მთლიანობაში და მარტო ქუჩაში მოკლეს 150 ახალგაზრდა. ყოველთვიურად, საშუალოდ ერთ ადამიანზე მეტს კლავდნენ ქუჩაში, ახალგაზრდებს, მათი რეჟიმის წარმომადგენლები. წელიწადში, ციხეებში, კვდებოდა 140 ადამიანზე მეტი, მაშინ როცა ჩვენს პირობებში, სიკვდილიანობა 20- ჩამოცდა, ესაა საშუალო მაჩვენებელი, მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ 100 კაცზე მეტს მარტო ციხეებში კლავდნენ, ყოველწლიურად. ეს იყო იმ რეჟიმის ნამდვილი სახე. რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს, იყო 10 000-ობით შემთხვევა, როდესაც ძარცვავდნენ ბიზნესმენებს და ამაშინ კონკრეტული ადამიანები იყვნენ ჩართულნი. ომის დანაშაული - 2008 წელს, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და შემდეგ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ აღიარა საკუთარი რეჟიმის მიერ ამ ომის დაწყება, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამება და .. ეს იყო ხელწერა მაშინდელი ხელისუფლების,"- განაცხადა პრემიერმა.