The American Conservative: შეერთებული შტატების ან ევროკავშირის არცერთი სანქცია არ შეცვლის საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსერვატიული სოციალური ღირებულებების დაცვის კუთხით

The American Conservative: შეერთებული შტატების ან ევროკავშირის არცერთი სანქცია არ შეცვლის საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსერვატიული სოციალური ღირებულებების დაცვის კუთხით

გამოცემა The American Conservative საქართველოს შესახებ ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სანქციების თემასაც ეხება და წერს, რომ შეერთებული შტატების ან ევროკავშირის არცერთი სანქცია არ შეცვლის საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსერვატიული სოციალური ღირებულებების დაცვის კუთხით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ [გამჭვირვალობის კანონის გარდა] კიდევ ერთი კანონმდებლობა, რომელმაც დასავლეთში აღშფოთება გამოიწვია და ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები განაახლა, არის კანონი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

„აღნიშნული კანონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთსქესიანთა ქორწინების არსებულ აკრძალვას, კრძალავს სქესის შეცვლის ქირურგიას, ხსნის ნიადაგს პრაიდის ღონისძიებების უკანონოდ გამოცხადებისთვის, ცისარტყელას დროშის საჯარო გამოფენისთვის და LGBTQ პროპაგანდისთვის. კანონმდებლობას ფართოდ უჭერს მხარს ქართული საზოგადოება, მაგრამ ეს უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენს დასავლური კრიტიკისთვის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მედიის ცენზურის და გამოხატვის თავისუფლების საფრთხის გამო. შურისძიების მიზნით, ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა კომისიას გაყინოს ყველა ის თანხა, რომელსაც საქართველო იღებს ევროპიდან, ხოლო აშშ-მა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა მთავრობის წარმომადგენლებს.

თუმცა, სანქციების რეჟიმი საპირისპირო შედეგის მომტანია. შეერთებული შტატების ან ევროკავშირის არცერთი სანქცია არ შეცვლის საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსერვატიული სოციალური ღირებულებების დაცვის კუთხით. უფრო მეტიც, როდესაც ქართველები აღმოაჩენენ, რომ გერმანიამ გაყინა მათი ძნელად მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რომ აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის მიუხედავად, ისინი დაკარგავენ იმ ნდობას, რაც ევროატლანტიკურ ბლოკში მიღებისთვის ჯერ კიდევ შერჩათ. დროა ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებებმა გაიხსენონ ისტორიის გაკვეთილები და ის ფაქტები, თუ როგორ ვერ მიაღწიეს თავიანთ შედეგს კუბაზე, ერაყსა და ირანზე დაწესებულმა სანქციებმა. მოდით, ნუ დავუშვებთ იგივე შეცდომას სამხრეთ კავკასიაში”, - ვკითხულობთ სტატიაში.