გამოცემა The American Conservative საქართველოს შესახებ ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობასა და საქმიანობაზეც წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ არც საზოგადოებამ და არც მთავრობამ ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა, ვინ უხდიდა ამ ორგანიზაციებს ფულს.
„საქართველოში დაახლოებით 26000 არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 143 მოქალაქეზე ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სულ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი გლობალური სტანდარტებით ძალიან მაღალია.
არც საზოგადოებამ და არც მთავრობამ ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა, ვინ უხდიდა ამ ორგანიზაციებს ფულს და როგორ ხარჯავდნენ ისინი. გამოვლინდა რამდენიმე ექსტრემალური მაგალითი, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოში.
მაგალითად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ოპოზიციის აქტივისტებს USAID-ის თანხით შესთავაზა „რევოლუციის სემინარი“ და 2023 წელს სერბი რევოლუციის ექსპერტებიც კი მოიწვია საქართველოში.
ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი, რამაც „ქართული ოცნების“ მთავრობა მიიყვანა დასკვნამდე, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში გამჭვირვალობაა საჭირო. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ – ე.წ. „რუსული კანონი” ან „უცხოელი აგენტის კანონი” – წარმოადგენს ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებას, გამჭვირვალობას, მაგრამ იგი დაგმობილია, როგორც ანტიდემოკრატიული. მას ვერ შევადარებთ რუსეთის კანონმდებლობას უცხოური აგენტების შესახებ, რომელმაც ფაქტობრივად შეზღუდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიასაშუალების და თუნდაც ცალკეული პირების საქმიანობა; საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ 9000 აშშ დოლარის ერთჯერად ჯარიმას აწესებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავიანთი სახსრების 20%ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ და რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ”, - წერს გამოცემა.