ირაკლი იაშვილი ბაიდენისადმი გაგზავნილ ღია წერილზე: შევეცადეთ აღგვეწერა ის რეალური სურათი, რაც დღეს საქართველოშია - ეს წერილი ყველასთვის უნდა იყოს მისაღები, რადგან ამ ქვეყნის მომავალს ეხება

ირაკლი იაშვილი ბაიდენისადმი გაგზავნილ ღია წერილზე: შევეცადეთ აღგვეწერა ის რეალური სურათი, რაც დღეს საქართველოშია - ეს წერილი ყველასთვის უნდა იყოს მისაღები, რადგან ამ ქვეყნის მომავალს ეხება

ბიზნესმენი, ირაკლი იაშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ წერილი, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტს მიმართავენ, ეხება საქართველოს მომავალს. მისი თქმით, წერილში აღწერილია საქართველოს დღევანდელი რეალობა.

„შევეცადეთ წერილში აღგვეწერა ის რეალური სურათი, რაც დღეს საქართველოშია. წერილში ნახსენებია ამ ქვეყნის განვლილი გზაც, საიდან მოვედით დღევანდელ დღემდე. ეს არის წერილი/ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტისთვის, რომელშიც იგულისხმება, რომ ეს ერი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ძალიან რთულ გზაზე დადიოდა, მოვიდა დღევანდელ დღემდე, დღეს აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას, აშენებს თავის ეკონომიკას, შენებს თავის მომავალს, რომ მან მიიღოს ობიექტური და სწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პროცესები ვითარდება დღეს საქართველოში.

ჩვენ ვთხოვთ აშშ-ს პრეზიდენტს, რომ არ იყოს ცალმხრივი ინფორმაციის მიღებაში, ინფორმაციის წყაროები იყოს ობიექტური. განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკურ მრწამს იზიარებს ესა თუ ის ადამიანი, ეს წერილი ყველასთვის უნდა იყოს მისაღები, რადგან ეს წერილი ეხება დღევანდელ და ხვალინდენ დღეს - ამ ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.

ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ.