მასობრივად ხდება დარეკვა უცხოეთიდან +48-ით იწყება ეს ნომერი კომისიის წევრებთან, ჩვენს კომისიის წევრებთან, ნეიტრალურ კომისიის წევრებთანაც ხორციელდება ეს ზარები, ოპოზიციის კომისიის წევრებთანაც. ერთადერთი თხოვნა მექნება კომისიის წევრებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ნეიტრალურია, ჩვენია, თუ ოპოზიციისაა და შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის 8 წარმომადგენელია კომისიაში, რომ არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი ზარები ემსახურება მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ რაღაც ანგარიშში შემდეგ მოხდეს გაურკვეველი ტიპის დარღვევების ასახვა.
„ასეთი ზარები ემსახურება მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ რაღაც ანგარიშში შემდეგ თითქოსდა რაღაც ტიპის დარღვევები აისახოს და ყველას მოგიწოდებთ, ვინც ხართ კომისიაში, რომ საერთოდ არ უპასუხოთ ამ ნომერს, შეასრულეთ თქვენი საქმე კანონთან შესაბამისობაში, ერთ მილიმეტრიანი გადაცდომაც არ გააკეთოთ, რაც იცით, რომ არის თქვენი გასაკეთებელი კანონის ფარგლებში გააკეტეთ მხოლოდ ეს საქმე. თუ თქვენ ხართ ქვეყნის პატრიოტები და თქვენ თუ გინდათ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში არცერთი დარღვევა არ უნდა დაფიქსირდეს და ძალიან გთხოვთ, არა მარტო ჩვენს კომისიის წევრებს, ნეიტრალურ წევრებსაც და ოპოზიციის წევრებსაც, ძალიან გთხოვთ რომ შეასრულეთ თქვენი საქმიანობა 100 %-ით და მილიმეტრით არ გადასცდეთ არაფერს,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.