რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში.
„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.