სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ NBA-ს ახალი სეზონი მარცხით დაიწყო. გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირველ ტურში „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძლებმა 120:109 მოიგეს. მამუკელაშვილს მხოლოდ ბოლო 6 წუთი მიეცა სათამაშოდ, მან კი, მხოლოდ 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
„დალასში“ ლუკა დონჩიჩი გამოირჩა 28 ქულით, 10 მოხსნით და 8 პასით, კლეი ტომპსონმა კი, 22 ქულა დააგროვა.
„სან ანტონიო“ მეორე შეხვედრას 27 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონთან“ ჩაატარებს.