ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებით შევძელით ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ საკითხზე ოპოზიციის მანიპულაციები უადგილოა.

ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია, მათი საქმეა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-თან ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.