მოურინიო:

მოურინიო: "ისეთ გუნდში უნდა წავიდე, რომელიც ევროტურნირებზე არ თამაშობს"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე კიდევ ერთხელ გაბრაზდა.

პორტუგალიელი „მანჩესტერთან“ მატჩში გააძევეს და თამაშის შემდეგ თქვა, რომ მომავალში ისეთ გუნდში მუშაობა სურს, რომელიც ევროტურნირებზე არ იქნება.

„ყველაზე კარგი, რაც „ფენერბაჰჩეს“ დატოვების შემდეგ შემიძლია, არის ის, რომ წავიდე გუნდში, რომელიც უეფას ტურნირებზე არ ითამაშებს. მზად ვარ ისეთ გუნდში წავიდე, რომელიც პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა. თუ ასეთ გუნდს რამდენიმე წელიწადში დავჭირდები, მზად ვარ წავიდე“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ფენერბაჰჩეს“ და „მანჩესტერის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.