ზურაბ ქადაგიძე: ნაძირალა ბაჩიაშვილის თაღლითობასაც რომ თავი დავანებოთ, არჩევნების წინა დღით გაახსენდა პატრიოტიზმი და ქვეყნის ბედი? ერთით მეტი ნაძირალა შეემატა ნოდარ მელაძის რესპონდენტების კოლექციას, მეტი არაფერი

ზურაბ ქადაგიძე: ნაძირალა ბაჩიაშვილის თაღლითობასაც რომ თავი დავანებოთ, არჩევნების წინა დღით გაახსენდა პატრიოტიზმი და ქვეყნის ბედი? ერთით მეტი ნაძირალა შეემატა ნოდარ მელაძის რესპონდენტების კოლექციას, მეტი არაფერი

ისე, როგორ ხდება ხოლმე, რომ ყველა თაღლითი და გაიძვერა, ვინც ბუნებამაც მოიმდურა, ნოდარა მელაძესთან მიდის და აღსარებას აბარებს, თან არჩევნების წინა დღეს?! -  ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე,  გიორგი ბაჩიაშვილის მიერ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუს.

ქადაგიძის განცხადებით,  ჟანრის კლასიკაა,  ყველა თაღლითმა პოლიტიკურ საფარველი მოძებნოს, რომ თავი გადაირჩინოს და პასუხისმგებლობას გაექცეს. ბაჩიაშვილს კი, არჩევნების წინა დღეს გაახსენდა პატრიოტიზმი და ქვეყნის ბედი.

"ისე, როგორ ხდება ხოლმე, რომ ყველა თაღლითი და გაიძვერა, ვინც ბუნებამაც მოიმდურა, ნოდარა მელაძესთან მიდის და აღსარებას აბარებს, თან არჩევნების წინა დღეს?!

რა თაღლითების ტელევიზიაც ხართ, ისეთივე რესპონდენტებს რომ დაიჯენთ და ალაპარაკებთ, როგორ უხდებით ერთმანეთს ვერც წარმოიდგენთ.

ამ ნაძირალა ბაჩიაშვილს რაც შეეხება, მის თაღლითობასაც რომ თავი დავანებოთ, არჩევნების წინა დღით გაახსენდა პატრიოტიზმი და ქვეყნის ბედი?

არა, უბრალოდ ჟანრის კლასიკაა - ყველა ნაძირალა თაღლითი პოლიტიკურ საფარველს ეძებს, რომ თავი გადაირჩინოს და პასუხისმგებლობას გაექცეს.

ჰო და, ერთით მეტი ნაძირალა შეემატა, ნოდარ მელაძის რესპონდენტების კოლექციას, მეტი არაფერი!" -  წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.