ველოდებით გამოძიების დასრულებას. ვეხმარებით სამთავრობო უწყებებს - სრულად ვთანამშრომლობთ, - განაცხადა „კონცენტრიკს საქართველოს“ დირექტორმა ალფერ ალთენმა. ამ კომპანიაში, სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.
„ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ ვფუნქციონირებთ, თუმცა, ჩვენი ზოგიერთი ტექნიკური აღჭურვილობა წაღებულია, ამიტომ ამჟამად მათი ჩანაცვლების პროცესში ვართ. ამ წუთას ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, პოლიცია ჩვეულებრივ გამოძიებას ატარებს. ჩვენ მათ მივაწოდეთ ყველაფერი რაც გვთხოვეს და მომავალშიც ყველაფერს მივაწვდით რაც დასჭირდებათ. სამართალდამცველებთან სრული გამჭვირვალობით ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.