მათი, ვისაც სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, ვისაც სურთ დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა, დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდწილად გაშიფრულია და უკვე ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ

მათი, ვისაც სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, ვისაც სურთ დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა, დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდწილად გაშიფრულია და უკვე ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ

ექსპერტი ზაალ  ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ახსენებს, თუ რა არის მოსალოდნელი არჩევნების დღეს დესტრუქციული ძალებისგან.

მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, სურთ დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა, მაგრამ მათი დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდ წილად გაშიფრულია და  ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ.

ეს პოსტი პირველ რიგში ეხება მათ, ვინც ხვალ ხმას აძლევს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ვისაც არ სურთ საქართველო სხვების ხელში შესაწირ პაიკად იქცეს, ეს რომ ასეა უკვე დადასტურებულია.

მეორე რიგში ეს ეხება მათ, ვისაც სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, ვისაც სურთ დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა.

მათი დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდწილად გაშიფრულია და უკვე ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ხვალ - არჩევნების დღეს დესტრუქციული ძალებისგან მოსალოდნელია:

 ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა და შესაძლოა ჰაკერული შეტევაც რომ მერე სპეკულაციები, რომ ცესკოს ვებგვერდი ხელმიუწვდომელია

 პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მასიურად უარს ამბობენ საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე, ვითომ პროტესტის ნიშნად. ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერა მიზანი- არჩევნების დისკრედიტაცია დელეგიტიმაცია.

 საარჩევნო უბნებზე იქმნება ხელოვნური რიგები, ჩოჩქოლი, .. კარუსელების იმიტაცია, საარჩევნო ბიულეტენების გატანის მცდელობები და მერე ამაზე ხმაური და მისი ტირაჟირება

 ასევე ანგაჟირებული ნაცჟურნალისტების მიერ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, პოლიციასთან შეხლაშემოხლის პროვოცირება და მერე ამაზე ხმაური.

ნაცმედიით და სოცქსელებით გავრცელდება ფოტოები სადაც 41-ია გაფერადებული, რომ მერე იხმაურონ თითქოს ამომრჩევლები აიძულეს ეს არჩევანი გაეკეთებინათ

 რა თქმა უნდა არსენალში აქვთ სხვა მეთოდებიც. არავის ვაშინებ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ამ ყველაფერს მომზადებული შეხვდეთ და პროვოკაციებს არ წამოეგოთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.