შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი გამარჯვებას იზეიმებს თუ მწუხრის ვახშამი ექნება, სხვა საკითხია, მაგრამ მე რომ ვთქვა, პარლამენტის შენობაში ვიზეიმებთ გამარჯვებას, მოვაწყობთ ალაფურშეტს, წარმოგიდგენიათ, რა პანიკა ექნებათ „ენჯეოებს?“

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების დღეს აპირებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობაში იზეიმოს საკუთარი პოლიტიკური ბანაკის გამარჯვება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ზურაბიშვილი ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, რაც დარღვევაა.

„გამარჯვებას იზეიმებს თუ დამარცხების მწუხრის ვახშამი ექნება, სხვა საკითხია, თუმცა პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა, რომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. წარმოიდგინეთ, მე რომ ვთქვა, პარლამენტის შენობაში ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას-მეთქი, მოვაწყობთ იქ ალაფურშეტს და ასე შემდეგ. წარმოგიდგენიათ, რა პანიკა დაემართებოდათ „ენჯეოებს?“ ან პრემიერ-მინისტრმა თქვას, რომ კანცელარიის შენობაში მოეწყობა „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღსანიშნავი დღესასწაული და იქნება ფეიერვერკები. წარმოგიდგენიათ, რა პანიკას დაიმართებენ არასამთავრობო ორგანიზაციები? ერთი პრობლემაა, რომ ჩუმად არიან, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არის კითხვაში, რატომ არიან ჩუმად? ეს ხომ დარღვევებზე განზრახ ხელის დაფარებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.