შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს და ჩვენი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი მოსყიდვაა

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს და ჩვენი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი მოსყიდვაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებზე ესაუბრა. პაპუაშვილი შეეხეო ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხსაც.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი როგორც პარტიული მხარდამჭერების რეკრუტირებისთვის და ჩვენი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი მოსყიდვა არის, ვინაიდან ეს გახლდათ რა თქმა უნდა, დაფინანსებული ღონისძიებები. ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა და ადგილობრივ დამკვირვებლებს ამაზეც ნულოვანი რეაგირება აქვთ.

უკვე ცნობილი რამდენიმე ათას ლარიანი წალენჯიხის ასაწყობი აუზი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ თავისი მთავარი დაპირება შეასრულა, როგორც მან თქვა და გამართა წალენჯიხაში ადრეულ შემოდგომას ასაწყობი აუზი, რომელიც თავის მხრივ არის ასევე ამომრჩევლების მოსყიდვა გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია საერთოდ რომ ადამიანი, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონი არის, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, მაგრამ ამავე დროს ის, რაც გაიმეტა ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან მათ შორის, სარგებლობა იყო უფასო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის პარტიის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.