უკრაინის პარლამენტის სპიკერი: გაეროს გენერალური მდივანი ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: გაეროს გენერალური მდივანი ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ის რუსეთში მიმდინარე BRICS-ის სამიტზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

„გაეროს გენერალური მდივანი - ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და განამტკიცოს - ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად. ამავდროულად, ანტონიო გუტერეშმა ვერ გამონახა დრო შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტზე დასასწრებად. მან უგულებელყო ღონისძიება, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სამართლიანობისა და გაეროს დამფუძნებელი წევრის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განიხილავდნენ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.